Menu
5G – Connecting everything
  • კომუნიკაციების კომისია
  • 5G-ის შესახებ
  • კონტაქტი
5G – Connecting everything

5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო პროცესი დასრულდა

Posted on 2020-07-30

2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“.

საკონსულტაციო რეჯიმის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ემსახურებოდა საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებული კითხვების განხილვას.

საკონსულტაციო პერიოდი დასრულდა 2020 წლის 15 ივლისს და პროცესის გამჭვირვალედ და ღიად წარმართვის პრინციპებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით მიღებულ ყველა კითხვას და შესაბამის პასუხს.

5G საკონსულტაციო პროცესში ოპერატორების მხრიდან მოწოდებული კითხვები და პასუხებიDownload
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტიDownload
5G Frequency valuation consultation paperDownload

Leave a Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

©2025 5G – Connecting everything | Powered by COMCOM