5G პირობებისა და ვალდებულებების საკონსულტაციო დოკუმენტი
5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით. 5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი…
კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება. გარდა ITU-ს წევრი ქვეყნებისა, ფორუმში რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციაც მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება (BEREC) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება (EaPeReg), რომელსაც კომუნიკაციების კომისია…
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. შეხვედრა covid 19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა…
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო პროცესი დასრულდა
2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“. საკონსულტაციო რეჯიმის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ემსახურებოდა საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებული კითხვების განხილვას. საკონსულტაციო პერიოდი დასრულდა 2020 წლის…
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით ჩართული მხარეებისგან მიღებული კითხვები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები
2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“. 2020 წლის 30 ივნისს შედგა კომისიის მიერ ორგანიზებული ონლაინ-შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის, რომლის ფარგლებშიც ოპერატორებს მიეცათ საშუალება დოკუმენტში წარმოდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებული…
საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრა 5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების დოკუმენტთან დაკავშირებული კითხვების შესახებ
2020 წლის 30 ივნისს კომუნიკაციების კომისია გამართავს ონლაინ-შეხვედრას საკონსულტაციო კომპანიის „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებთან, რათა ჩართულ მხარეებთან ერთად მოხდეს 2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ საკონსულტაციოდ გამოქვეყნებული „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების“ დოკუმენტთან დაკავშირებული კითხვების განხილვა. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში ყველა ჩართულ მხარეს ეძლევა შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამისთვის, მონაწილე პირის ელ.ფოსტის მისამართი უნდა გაიგზავნოს კომისიის…
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი
2019 წლის დეკემბერში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული იქნა „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. ახალი თაობის (5G) ქსელისა და მომსახურებების კომერციული გაშვება დიდი გამოწვევაა, რადგან დროული და სწორი მოდელით პროექტის…
5G განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა
კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში 5G-ს განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო დოკუმენტი.
5G განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია
კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებულია 5G-ს დანერგვისთვის სიხშირეების გამოყოფის სტრატეგიის შემუშავება. საკონსულტაციო დოკუმენტი მოიცავს კომისიის ხედვას და გეგმებს საქართველოში 5G განვითარების ხელშეწყობის კუთხით.