Menu
5G – Connecting everything
  • კომუნიკაციების კომისია
  • 5G-ის შესახებ
  • კონტაქტი
5G – Connecting everything

5G განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა

Posted on 2019-09-262019-09-26

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში 5G-ს განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია 5G-სთვის სიხშირეების გამოყოფის და თანმდევი საკითხების დარეგულირების გეგმა. კომისიის მიზანია ამ გეგმის გაცნობა საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო კითხვები და კომენტარები, როგორც უშუალოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირებისგან.
აღნიშნული საკითხების განხილვა ჩართულ პირებთან და ამაზე დაყრდნობით საკონსულტაციო დოკუმენტის ცვლილება/კორექტირება და საბოლოო სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია საქართველოში 5G დანერგვის და შემდგომ განვითარების პროცესის სწორად წარმართვისთვის.
კომისია უცვლელად გთავაზობთ მიღებული კითხვების და კომენტარების ნუსხას და კომისიის შესაბამის მოსაზრებას/პასუხს.

5G კითხვა პასუხიჩამოტვირთვა
©2025 5G – Connecting everything | Powered by COMCOM